SOU Festival

Tickets

 

რობერტ ჰენკე 
რობერტ ჰენკე — გერმანელი აუდიო/ვიზუალური არტისტი, დაბ-ტექნო დუეტის — Monolake-ის წევრი და ბერლინისა და სტენფორდის უნივერსიტეტების ლექტორია, სადაც იგი კომპიუტერულ მუსიკას და მასთან დაკავშირებულ დისციპლინებს ასწავლის. ამავე დროს, ჰენკე კომპანია Ableton-ის დამაარსებელი და მთავარი ინჟინერია. კომპანიის მიერ წარმოებული კომპიუტერული პლატფორმა თანამედროვე პროდიუსერების/DJ-ებისთვის ყველაზე პოპულარული პროგრამაა მუსიკის შესაქმნელად.

.
 


 

Lumière III 
Lumière III, რომლის პრემიერაც 2017 წელს შედგა, გრძელვადიანი საკონცერტო პროექტის მესამე ნაწილია. ეს ძლიერი, ეფექტური, მინიმალისტური, ნათელი, ხმაურიანი და პოეტური აუდიოვიზუალური ნამუშევარია, სადაც მრავალმხრივი ხმა და მაღალი სიზუსტის ლაზერული განათება ერთიანდება. ექვს წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ამ მედიუმის უნიკალური თავისებურებების სიღრმისეული ძიებების და Lumière I-ის პრემიერიდან სამი წლის შემდეგ, მესამე ვერსია — Lumière III — მნიშვნელოვანი წინსვლის მაგალითია. ალგორითმების წერა ჰენკეს შემოქმედებითი პრაქტიკის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ Lumière ლაზერის განათების მართვის აქამდე არარსებული, უნიკალური სტრუქტურის განვითარების უფრო სიღრმისეულ და ზუსტ დონეს აღწევს. ჰენკეს მიერ შექმნილ პროგრამაში ლაზერის განათება გამომსახველობით მუსიკალურ ინსტრუმენტებად იქცევა, რომელსაც უნიკალური თვისებები და სრულიად ახალი შესაძლებლობები გააჩნია. სწრაფი და მოძრავი სარკეების საშუალებით სინათლით ხატვა მაღალტექნოლოგიურ კალიგრაფიას ქმნის და შედეგად მიღებული არტეფაქტის სიზუსტე ერთი ყოვლისმომცველი ტექნოლოგიის ორი ასპექტია. ბგერა და გამოსახულება ერთია, ერთიანი და აბსოლუტური მთლიანობა. Lumière III არის წარმოდგენა კონცერტისა და ვიზუალური ხელოვნების ზღვარზე. სახელწოდება Lumière ფრანგულად სინათლეს ნიშნავს, მაგრამ იმავდროულად, ადრეული ხანის კინემატოგრაფის პიონერებზე — ოგიუსტ და ლუი ლიუმიერებზეც მიანიშნებს.

.