SOU Festival

Tickets

 

ჰაცუნე მიკუ — ჰუმანოიდური პერსონაჟია, რომელიც სინთეზატორული აპლიკაციის, Vocaloid-ის დახმარებით მღერის. იგი 16 წლის, ვირტუალური ანიმეს პერსონაჟია, რომელმაც მთელ იაპონიაში Vocaloid კულტურის განვითარება შეძლო. დღეს მისი 3D კონცერტების ბილეთები თვალის დახამხამებაში იყიდება. ჰაცუნე მიკუ იაპონიის უდიდესი პოპ ვარსკვლავია.

.
 


 

არტისტმა და კომპოზიტორმა კეიჩირო შიბუიამ ის თავის პირველ ვოკალოიდურ ოპერაში, სახელწოდებით „დასასრული”, მიიწვია. ოპერა ორკესტრისა და ადამიანის ხმის გარეშე, მულტი 3D სურათებისა და ელექტრონული მუსიკის საშუალებით არის შექმნილი. მიკუ თავის მოგზაურობას ეგზისტენციალური კითხვით იწყებს, რომელსაც საკუთარ თავს უსვამს: „მეც მოვკვდები?“. საკუთარი არსებობის ეჭვქვეშ დაყენებით, ჰოლოგრამული გამოსახულება დარბაზში მყოფებს დაუჯერებელ აუდიო-ვიზუალურ შოუს სთავაზობს.

.