SOU

მთავარი

SOU 2017

აკრედიტაცია

ფოტო ბლოგი

არქივი SOU 2016

SOU 2016

კონტაქტი

ENG

GEO

იან იელინეკი იან იელინეკი ელექტრონული მუსიკის ცნობილი გერმანელი პროდიუსერია. 1995 წელს, როდესაც იანი ბერლინში სოციოლოგიის სასწავლებლად ჩავიდა, ის, ძირითადად, აკადემიურ კარიერაზე იყო კონცენტრირებული, თუმცა ელექტრონული მუსიკით დაინტერესებულ ადამიანებს დაუმეგობრდა. სწორედ ამ კონტრასტმა განაპირობა „Farben”-ის სახელით გამოსული, მიკროჰაუს ჟღერადობით გაჯერებული მუსიკა. 2001 წლისათვის იელინეკის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩანაწერი „Loop Finding Jazz Records” შეიქმნა, რომელიც ძველი ჯაზ-ჩანაწერების ბგერით მანიპულაციებზე იყო აგებული. 2010 წლისთვის იგი იაპონელ ვიბროფონისტს, მასაიოში ფუჯიტას შეხვდა. ექსპერიმენტული დუეტის პირველი ალბომი („Bird, Lake, Objects“) ამავე წელს ჩაიწერა. 6 წლის შემდეგ კი, 6 კომპოზიციისგან შემდგარი მეორე ალბომი „Schaum“ გამოვიდა, სადაც არატრადიციული პერკუსიული ინსტრუმენტები, ელექტრონული სემპლებით გაჯერებული ჩანართებს ერწყმის. მასაიოში ფუჯიტას ემბიენთ-მუსიკის სცენაზე მნიშვნელოვანი სოლო-კარიერა აქვს. ბერლინში მცხოვრებმა იაპონელმა ვიბროფონისტმა თავდაპირველად პერკუსიულ ინსტრუმენტებზე ისწავლა დაკვრა, რასაც ვიბროფონზე რამდენიმეწლიანი აქტიური ტრეინინგი მოჰყვა. მისი მუსიკის სიზმრისეული და სუფთა ჟღერადობა სიჩუმის ფონზე მედიტაციის პროცესს ახალ კონტექსტში ათავსებს.